ფეხბურთი

18:43 | 18.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

აეკ-მა ქეცბაია გაათავისუფლა

ათენის აეკ-მა თემურ ქეცბაია მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. დღეს ვწერდით, რომ ქეცბაიას "ანორთოსისი" ეპატიჟება - კლუბი, სადაც ქეცბაიამ დიდი წარმატებას მიაღწია როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმაც. როგორც ჩანს, "ანორთოსისში" უკვე იცოდნენ, რომ ქეცბაია ათენის აეკ-ს შორდებოდა.

ქეცბაიას თავკაცობით აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "ლარისას" სძლია (2:1) და მესამე ადგილზეა. 5 ტურში ათენელებმა ერთხელ წააგეს, "ოლიმპიაკოსთან" 0:3.

"აეკ-მა ქეცბაიასთან თანამშრომლობა დაასრულა. მადლობას ვუხდით გუნდისთვის გაწეული სამსახურისთვის და კარიერაში დიდ წარმატებას ვუსურვებთ" - ასეთია აეკ-ის ოფიციალური განცხადება.

0.119079