ფეხბურთი

14:22 | 18.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვოლფსბურგში” ჰეკინგს ვილაშ-ბოაში შეცვლის

“ვოლფსბურგის” მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობაზე დიდი ალბათობით პორტუგალიელი სპეციალისტი ანდრე ვილაშ-ბოაში დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ, მიმდინარე სეზონში გუნდის წარუმატებელი ასპარეზობის გამო, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დიტერ ჰეკინგი გაათავისუფლა და წყაროს ცნობით, მოლაპარაკებას აწარმოებს 39 წლის პორტუგალიელ სპეციალისტთან. ვილაშ-ბოაშმა თავის მხრივ სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გერმანული ენის სწავლის პროცესში მისი მაგიდაა გამოსახული.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ “ვოლფსბურგის” აქტივში მხოლოდ ერთი მოგება და სამი ფრეა - გუნდი სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.

0.157839