ჩოგბურთი

11:14 | 17.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ციბულკოვა და ქისი წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებენ

სლოვაკმა დომინიკა ციბულკოვამ და ამერიკელმა მედისონ ქისმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობის უფლება ამჟამად შვიდ ჩოგბურთელს აქვს მიღებული: ანგელიკა კერბერი, სერენა უილიამსი, სიმონა ჰალეპი, აგნეშკა რადვანსკა, კაროლინა პლისკოვა, დომინიკა ციბულკოვა და მედისონ ქისი. ტურნირზე ვაკანტური კიდევ ერთი ადგილია.

წლის შემაჯამებელი ტურნირი სინგაპურში 23-30 ოქტომბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.131118