ჩოგბურთი

18:23 | 16.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ენდიმ მე-13 მასტერსის ტიტული მოიპოვა

მსოფლიოს რეიტინგის მეორე ნომერმა ბრიტანელმა ენდი მარეიმ კარიერაში 41-ე და მასტერსისი მე-13 ტიტული მოიპოვა. ენდიმ შანხაის მასტერსის ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი 7:6, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 39 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ტაი-ბრეიკზე მარეიმ 7:1 იმარჯვა, ხოლო მეორე სეტში ესპანელი გატყდა და ბრიტანელმა იოლი გამარჯვება იზეიმა. ენდიმ შანხაის მასტერსი კარიერაში მესამედ მოიგო (2010, 2011, 2016)

მარეიმ ტურნირი ისე მოიგო, რომ რეიტინგის საუკეთესო ათეულიდან არავის შეხვედრია და არც ერთი სეტი არ წაუგია. ენდის მთავარი კონკურენტი ნოვაკ ჯოკოვიჩი ბაუტისტა-აგუტმა ნახევარფინალში 6:4, 6:4 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ბრიტანელმა 1000 სარეიტინგო ქულა და 1 043 375 ამერიკული დოლარი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ საჩოგბურთო ისტორიაში ყველაზე მეტი 30 მასტერსის ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს მოგებული.

0.11673