ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე წინასასეზონო მატჩში “ლეიკერსი” 112:107 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა, გუნდს 11 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან სამი საჯარიმო სროლა ჩააგდო. ზაზას მარგი ქმედების კოეფიციენტი 24 შეადგენდა, რაც სტეფ კარის (25) შემდეგ საუკეთესო შედეგი იყო ორივე გუნდში.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას “ოქროს შტატელები” მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და მოგება არ გასჭირვებიათ. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო, ხოლო “ლეიკერსში” საუკეთესო 17 ქულით ნიკ იანგი გახლდათ.
მომდევნო შეხვედრას “გოლდენ სტეიტი” გასვლაზე ისევ “ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართავს. ხოლო ნბა-ს რეგულარული სეზონი “მეომრებისთვის” 26 ოქტომბერს იწყება, სადაც “ოქროს შტატელები” შინ “სან ანტონიოს” შეხვდებიან.