კალათბურთი

10:43 | 16.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონმა აეკ-ს ულიდერა, სანაძემ 17 ქულა მიითვალა

სლოვენიის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ტურში დუდა სანაძის "პრიმორსკამ" სტუმრად "ტაიფუნი" დამატებითი დროის ჩათვლით 86:75 დაამარცხა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე კი ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

სანაძემ მოედანზე 26 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში 17 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ქულების და მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლით დუდა მხოლოდ ნიკოლა გაიჩის (25ქ) ჩამორჩა. ქართველმა 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანებში ვერ იყოჩაღა და 5-დან მხოლოდ 1 ისროლა ზუსტად. საჯარიმო ტყორცნები დუდამ ზუსტად შეასრულა (4-დან 4), ასევე 4 პასი და 3 ჩაჭრაც მიითვალა.

მაიკლ დიქსონის აეკ-მა შინ "ლავრიო" 96:56 გაანადგურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა კი გუნდს ულიდერა 18 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 4 გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა. დიქსონის მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 გახლდათ და მაიკლი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.

0.132599