ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო კატალონიის “ბარსელონაში” დაბრუნებასთან ახლოსაა. sport.es-ის ინფორმაციით, სამხრეთამერიკელი რომში გამართული მშვიდობის მატჩის მერე ბარსელონაში გაემგზავრა კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად, თუმცა იგი “ბლაუგრანას” ფეხბურთელის რანგში არ დაუბრუნდება – “გაუჩო” ესპანური გრანდის ელჩი იქნება.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ეს ყველაფერი ცოტა ხანში ოფიციალურ სახესაც მიიღებს.
შეგახსენებთ, რონალდინიო “კამპ ნოუზე” 2003-2008 წლებში თამაშობდა და იქაური პუბლიკის კუმირიც გახლდათ. ბრაზილიელი ბოლოს მშობლიურ “ფლუმინენსეში” თამაშობდა, თუმცა უკვე თვეებია უგუნდოდ იმყოფება.