ფეხბურთი

14:42 | 15.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რატომ ყოველთვის მე”? – ახალი ბალოტელი იტალიაში

“რატომ ყოველთვის მე” – მარიო ბალოტელიმ მანჩესტერულ დერბიში გატანილი გოლის შემდეგ მაისური აიწია და სწორედ აღნიშნული წარწერა გამოაჩინა რამდენიმე წლის წინ. ზუსტად იგივე გააკეთა ახლახან, ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდული გუნდის ფორვარდმა მოის კინმა, როდესაც ასაკობრივი ჩემპიონატის მატჩში “პერუჯას” გაუტანა.

მოის კინი 16 წლისაა და იტალიაში ახალ მარიო ბალოტელის უწოდებენ – მათ შორის მსგავსება მართლაცაა, როგორც წმინდა სათამაშო თვალსაზრისით, ისე ისტორიით. ბალოტელის მსგავსად კინიც იტალიის მოქალაქეა, თუმცა, წარმოშობით აპენინელი სულაც არაა – მისი ფესვები კოტ დივუარს ეკუთვნის.

მოის კინი დღეს “იუვენტუსის” სამატჩო განაცხადში იქნება “უდინეზესთან”, რითაც XXI საუკუნეში დაბადებულ მოთამაშეთაგან პირველი ფეხბურთელი გახდება, ვინც სერია ა-ს სამატჩო განაცხადში შეიყვანეს. არც ისაა გამორიცხული, რომ მასიმილიანო ალეგრიმ მას თამაშის საშუალება მისცეს და მისი დებიუტიც ვიხილოთ.

სხვათა შორის, ბალოტელის მსგავსად, 16 წლის თინეიჯერსაც ცნობილი აგენტი ჰყავს – მინო რაიოლა...

0.112235