ფეხბურთი

23:48 | 14.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" ტერი დაუბრუნდა

ჯონ ტერიმ ტრავმა მოიშუშა და ინგლისის ჩემპიონ "ლესტერთან" გასამართი პრემიერლიგის მერვე ტურის მატჩისთვის მზადაა. აღნიშნული ინფორმაცია ანტონიო კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა. "მელიების" და ლონდონელების დაპირისპირება 15 ოქტომბერს 15:30 საათზე დაიწყება.

ინგლისელმა ფეხბურთელმა დაზიანების გამო "არისტოკრატების" ბოლო ოთხ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო. მიმდინარე სეზონში 35 წლის მცველმა პრემიერლიგასა და ლიგის თასზე შეხვედრა ჩაატარა.

0.113797