პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მცველი პეპე მადრიდის "რეალთან" კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2018 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია Cadena SER-მა გაავრცელა.
პეპე "რეალმა" 2007 წელს "პორტუდან" დაიმატა და პორტუგალიელებს მცველის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაუხადა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გაუცდა და მხოლოდ სამი მატჩის ჩატარება მოუწია.