ლონდონის "ჩელსიმ" "ნაიკთან" მიაღწია გრძელვადიან შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ინგლისური გრანდი 15 სეზონში კლუბისთვის სარეკორდო თანხას, 900 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. როგორც ლონდონური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კონტრაქტი ძალაში 2017/18 წლების სეზონიდან შევა.
"ნაიკი" მთელ კლუბს შემოსავს, როგორც ახალგაზრდულ, ასევე ქალთა გუნდებს. "ჩელსი" "ადიდასთან" ხელშეკრულებას 6 წლით ადრე მიმდინარე სეზონის ბოლოს წყვეტს და ეს გადაწყვეტილება მაისში იქნა მიღებული. "ადიდასისგან" ინგლისელები წელიწადში 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს იღებდნენ.