ფეხბურთი

14:20 | 13.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა მუნდიალის მონაწილეთა რაოდენობის საკითხის განხილვას იწყებს

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის საკითხის განხილვას იწყებს. მუნდიალის ფინალურ ეტაპებზე, 32 გუნდის ნაცვლად, 40 ან 48 გუნდის მონაწილეობის საკითხზე მსჯელობა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასკომის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგშია გათვალისწინებული. საბოლოო გადაწყვეტილებას კი 2017 წელს მიიღებენ.

ცვლილების განხორციელების ინიციატორი ფიფას ახალი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოა, რომელსაც აღნიშნული საკითხი საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ პუნქტადაც ჰქონდა შეტანილი.

LEQUIPE-ს ინფორმაციით, თუკი ინფანტინოს ინიციატივა ფიფას აღმასრულებელ კომიტეტში მხარდაჭერას მოიპოვებს და საკითხი დამტკიცდება, ახალი ფორმატი, შესაძლოა, უკვე 2022 წელს ყატარში გასამართ მუნდიალზე გამოიყენონ, უფრო რეალურად კი ცვლილებების განხორციელებას 2026 წლისთვის მიიჩნევენ.

0.119434