ფეხბურთი

12:47 | 13.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა ვერონს: “Hijo de puta” (+VIDEO)

ფეხბურთის უგვირგვინო მეფე დიეგო არმანდო მარადონა რომ მშვიდი ხასიათით არ გამოირჩევა ყველამ კარგად იცის. ჰოდა, გუშინ, რომში საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ლეგენდები იღებდნენ, მათ შორის არგენტინელიც.

პირველი ტაიმის მიწურულს მარადონასა და მის თანამემამულე ხუან სებასტიან ვერონს შორის შელაპარაკება მოხდა, უფრო სწორად მარადონა ცდილობდა ვერონის პროვოცირებას, თუმცა ვერაფერს გახდა. მეტიც, დიეგო ხუან სებასტიანს არც მეტი, არც ნაკლები, “ბ***სშვილი” უწოდა...

საერთოდ, მარადონას ვერონთან თბილი დამოკიდებულება არასდროს აკავშირებდა და ჯერ კიდევ ივლისის თვეში საჯაროდ აკრიტიკებდა.

0.114628