ფეხბურთი

10:00 | 13.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის საუკეთესო 7 - ქინქლაძე ბექჰემის, კრიშტიანუსა და კანტონას წინ!

ინგლისური ინტერნეტპორტალი dreamteamfc.com-ი ატარებს გამოკითხვას თუ ვინაა ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო 7 ნომერი. ჩვენთვის ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულმა გამოცემამ ნომინანტებში გიორგი ქინქლაძეც შეიყვანა.

„ქინქი“ ისეთი ლეგენდების გვერდითაა, როგორებიც ერიკ კანტონა, დევიდ ბექჰემი, კრიშტიანუ რონალდუ, რობერ პირესი არიან. მათ გარდა ჩამონათვალში შეხვდებით ლუის სუარესსა და მატ ლე ტისიეს.

ამ დროისთვის გამოკითხვას სწორედ ქართველი ლიდერობს, თანაც უდიდესი უპირატესობით და ძნელად სავარაუდოა მას მეორე ადგილზე მყოფი რონალდუ დაეწიოს, რადგან გიორგისთან შედარებით 85%-ით ნაკლები ხმა აქვს მიღებული.

„შეგვეძლო აგვერჩია მხოლოდ იმ გოლის გამო, რომელიც „საუთჰემპტონს“ გაუტანა. ეს იყო დაახლოებით ისეთივე, როგორიც დიმიტრი პაიეს გოლი „მიდლსბროს“ კარში, მაგრამ ქინქლაძის გოლი მილიონჯერ უკეთესი გახლდათ.

გიორგი ქინქლაძე იყო ბრწყინვალე შვიდი ნომერი - იგი „მანჩესტერ სიტიში“ დღემდე საკულტო გმირია“, - წერს გამოცემა.

ხმის მიცემა მოცემულ ბმულზე ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია - https://www.dreamteamfc.com/c/premier-league-bestnumber7/

შეგახსენებთ, გიორგი ქინქლაძე ინგლისში დღემდე ახსოვთ და მის მიერ "საუთჰემპტონთან" გატანილი გოლი დღემდე პრემიერლიგის ტოპ 10 გოლში შედის, ხოლო ცოტა ხნის წინ, goal.com-ის გამოკითხვაში გაიმარჯვა და "მან სიტის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რის გამოც 2017 წლის დასაწყისში მანჩესტერში დააჯილდოვებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120007