პოლონეთის ჩემპიონი ვარშავას “ლეგია”, რომლის ღირსებასაც ვაკო ყაზაიშვილი იცავს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის “რეალს” ცარიელი ტრიბუნების ფონზე უმასპინძლებს. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა პოლონური გუნდის აპელაცია არ დააკმაყოფილა და 28 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
“ლეგიას” აღნიშნული სასჯელის მიზეზი კი, დორტმუნდის “ბორუსიასთან” ლიგის I ტურში გულშემატკივრების მხრიდან მოწყობილი არეულობათა სერია გახდა. საერთოდ, ვარშაველთა ქომაგები ამ მხრივ ევროპაში გამორჩეულნი არიან.
გარდა ამისა, უეფამ ყაზაიშვილის გუნდს ფულადი ჯარიმაც დააკისრა 80 ათასი ევროს ოდენობით.