გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მადრიდის “რეალთან” კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ “სამეფო კლუბის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
“რეალ მადრიდმა” მიაღწია შეთანხმებას ტონი კროოსთან და ფეხბურთელი კლუბში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება”, - წერს “ბლანკოსის” ვებგვერდი.
განცხადებაში არაფერია ნათქვამი კროოსის პირად გასამრჯელოზე, მაგრამ იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ესპანური გრანდი მას 20 მილიონ ევროს სთავაზაობდა სეზონში და ამით ტონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გერმანელი ფეხბურთელიც გახდებოდა.
ტონი კროოსი “რეალმა” 2014 წელს მიუნხენის “ბაიერნიდან” 25 მილიონ ევროდ შეიძინა და დღემდე თეთრი მაისურით 104 შეხვედრაში 4 გოლის გატანა შესძლო.