ფეხბურთი

17:05 | 12.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გერმანელი ფეხბურთელი გახდება

გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, შესაძლოა, მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გააგრძელოს. Bild-ის ინფორმაციით, "ბლანკოსი" ფეხბურთელს წელიწადში 20 მილიონ ევროს სთავაზობს და თუ შეთანხმება შედგება, მაშინ ტონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გერმანელი ფეხბურთელი გახდება.

კროოსს "რეალთან" ამჟამინდელი ხელშეკრულების ვადა 2020 წელს ეწურება და როგორც გამოცემა იტყობინება, ის დიდი ალბათობით "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაშის დროს გაიხანგრძლივებს.

ტონი ესპანურ გრანდს 2014 წელს "ბაიერნიდან" შეუერთდა. გერმანელებმა მის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო მიიღეს. მას შემდეგ კროოსმა 104 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. "რეალში" გადასვლის შემდეგ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 42-დან 55 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.116174