ფეხბურთი

19:04 | 11.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული ნაკრები "ცხინვალს" გაეჯიბრა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე "ცხინვალს" შეხვდა და 1:1 ეთამაშა.

გია გეგუჩაძემ ნაკრების კანდიდატებს თავის გამოჩენის შანსი მისცა - გუნდში საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს უხმო და მათ გარდა ორი ლეგიონერიც ნახა საქმეში: ესპანური "ალბასეტედან" ლადო მოხევიშვილი და ბელგიური "გენტიდან" გიორგი ბერიძე.

პირველი ტაიმი "ცხინვალმა" მოიგო, შესვენების შემდეგ კი "თელავის" ნახევარმცველმა ნიკოლოზ ბაშალეიშვილმა აღადგინა წონასწორობა.

საქართველო: ქურდაძე, ჩაჩუა (ნოზაძე 46), ნადარაია (გადრანი 46), ჭიჭინაძე (ბაშალეიშვილი 46), კომახიძე (ახალაძე 46), მამუჩაშვილი, მოხევიშვილი, გამცემლიძე (კობახიძე 46), ზარია, ბერიძე, ლილუაშვილი (იმნაძე 46)

სფფ-ის პრესსამსახური

0.115667