მადრიდის “რეალმა” ქალაქის საბჭოსგან თავის ლეგენდარულ არენაზე, “სანტიაგო ბერნაბეუზე” სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების ნებართვა მიიღო. როგორც “სამეფო კლუბის” პრესსამსახურის იტყობინება, “სანტიაგო ბერნებეუს” რეკონსტრუქცია მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება და სამუშაოები ორწელიწადნახევარს გასტანს.
პროექტის მიხედვით, სტადიონის ზომები მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა ტრიბუნების ტევადობა უცვლელი დარჩება. გაფართოვდება VIP-ლოჟები, სტადიონს გაუკეთდება ახალი სახურავი, განახლდება კლუბის მუზეუმი, არენა მთლიანობაში მნიშვნელოვნად იცვლის იერსახეს და როგორც ესპანური პრესა მოიხსენიებს, თავის საკმაოდ კონსერვატიულ სტილს სუპერთანამედროვეზე გაცვლის.
კლუბს სტადიონის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებაც ჰქონდა გეგმაში, თუმცა ამაზე ქალაქის საბჭოსგან ნებართვა ვერ მიიღო.