ფეხბურთი

12:13 | 11.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ საუკეთესო ხუთეულს მიუახლოვდა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ევროპულ ნაკრებთა საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს გადაასწრო, რომელმაც სანაკრებო კარიერა ამ ზაფხულს დაასრულა.

ფარერის კუნძულების ნაკრებთან გუშინ გამართულ შეხვედრაში რონალდუმ ერთი გოლი გაიტანა, რამდენიმე დღის წინ ანდორასთან დაპირისპირებაში კი ოთხი გოლი მიითვალა და სანაკრებო კარიერაში 66 გოლი დაუგროვდა.

პორტუგალიელ ვარსკვლავს ისტორიაში საუკეთესო შემდეგამდე, რომელიც ლეგენდარულ ფერენც პუშკაშს ეკუთვნის, 18 გოლი აშორებს, ხოლო სამეულში უკვე მიმდინარე შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე შეიძლება მოხვდეს.

ევროპულ ნაკრებთა საუკეთესო ბომბარდირები:

1. ფერენც პუშკაში (უნგრეთი/ესპანეთი) - 84 გოლი 89 მატჩში
2. შანდორ კოჩიში (უნგრეთი) - 75 გოლი 68 მატჩში
3. მიროსლავ კლოზე (გერმანია) - 71 გოლი 137 მატჩში
4. გერდ მიულერი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) - 68 გოლი 62 მატჩში
5. რობი კინი (ირლანდია) - 68 გოლი 146 მატჩში
6. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) - 66 გოლი 135 მატჩში
7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) - 62 გოლი 135 მატჩში
8. იმრე შლოსერი (უნგრეთი) - 59 გოლი 68 მატჩში
9. დავიდ ვილია (ესპანეთი) - 59 გოლი 97 მატჩში
10. იან კოლერი (ჩეხეთი) - 55 გოლი 91 მატჩში
11. იოაჰიმ შტრაიხი (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) - 55 გოლი 102 მატჩში
12. უეინ რუნი (ინგლისი) - 53 გოლი 115 მატჩში
13. პოულ ნილსენი (დანია) - 52 გოლი 38 მატჩში
14. იონ დალ ტომასონი (დანია) - 52 გოლი 112 მატჩში
15. ლოიშ ტიხი (უნგრეთი) - 51 გოლი 72 მატჩში
16. ჰაკან შუქური (თურქეთი) - 51 გოლი 112 მატჩში
17. ტიერი ანრი (საფრანგეთი) - 51 გოლი 123 მატჩში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125305