ფეხბურთი

22:28 | 10.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი დაშავდა

მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი ტრავმირებულია – ესპანელ მცველს უახლოეს ხანებში მარცხენა მუხლზე ხელმეორე გამოკვლევა ჩაუტარდება და მისი დაზიანების სიმძიმეც დადგინდება. წინასწარი ინფორმაციით კი, “სამეფო გუნდის” კაპიტანი მოედანზე ერთი თვე ვერ გავა.

რამოსმა ტრავმა გუშინ, ესპანეთისა და ალბანეთის მატჩისას მიიღო. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონი რამოსისთვის კარგად არ დაწყებულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111656