საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ერთდღიანი პაუზის შემდეგ მზადებას განაგრძობს. როგორც სფფ-ის ვებგვერდი იტყობინება, გია გეგუჩაძემ გუნდი ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” შეკრიბა. ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთაგან უმეტესობა საქართველოს ჩემპიონატიდანაა, გამონაკლისს მხოლოდ ლადო მოხევიშვილი და გიორგი ბერიძე წარმოადგენენ. რომან ჭანტურია კი, ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 11 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩს “მიხეილ მესხზე” უმაღლეს ლიგელ “ცხინვალთან” გამართავს – თამაში 16:00 საათზე დაიწყება.
ნაკრების განახლებული შემადგენლობა კი, შემდეგნაირია:
მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი)
მცველები: ირაკლი კომახიძე (შუქურა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ლუკა გადრანი (სამტრედია), ლუკა ნოზაძე (გურია), გიორგი ახალაძე (სამტრედია)
ნახევარმცველები: ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ოთარ კობახიძე (სიონი), გიორგი ზარია (დინამო თბილისი), ალექსანდრე გამცემლიძე (დილა), ნიკა ბაშალეიშვილი (თელავი)
თავდამსხმელები: ლუკა იმნაძე (გურია), ენვერ ლილუაშვილი (დინამო თბილისი)
შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოთხი დღის წინ საფრანგეთთან სტუმრად ამხანაგური მატჩი 1:5 წააგო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გია გეგუჩაძე მომავალი შესარჩევისთვის ახალ გუნდს აყალიბებს და ჯერაც ძიების პროცესშია.