პოლონეთის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი მუხლის მძიმე ტრავმის გამო მოედანზე გასვლას ოთხი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. აღნიშნული ინფორმაცია Corriere dello Sport-მა გაავრცელა.
22 წლის ფეხბურთელმა დაზიანება დანიასთან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში მიიღო.
მილიკი "აიაქსიდან" "ნაპოლიში" 2016 წლის ზაფხულში გადავიდა და მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა.