ფეხბურთი

12:57 | 9.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

E ჯგუფი: ლევანდოვსკიმ ვარშავაში გაიბრწყინა, რუმინეთმა და მონტენეგრომ იოლად მოიგეს (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სამი მატჩი გაიმართა E ჯგუფში, სადაც ცენტრალურ შეხვედრაში პოლონეთმა დანია 3:2 დაამარცხა. მუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთთრიკი შეასრულა და გუნდს სამი ქულა მოუტანა (ვიდეო). მართალია ჯერ კამილ გლიკმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და შემდეგ იუსუფ პოულსენმა შეხვედრის დასრულებამდე 21 წუთით ადრე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, სტუმრებს მაინც არ ეყოთ ძალა პოლონეთიდან ქულა წამოეღოთ.

გერმანული კლუბის ფორვარდს ეროვნულ გუნდში 39 გოლი დაუგროვდა და პოლონეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მეოთხეადგილოსან ერნესტ პოლს გაუთანაბრდა. რობერტს ვლოძიმეჟ ლიუბანსკის შედეგის გასაუმჯობესებლად 10 გოლი გატანა მართებს.

დარჩენილ ორ შეხვედრაში რუმინეთმა სტუმრად სომხეთი 5:0 გაანადგურა (ვიდეო) და ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა პოდგორიცაში, სადაც მონტენეგრომ ყაზახეთი დაამარცხა (ვიდეო). ამ ჯგუფში სამხელისუფლებიანობაა და მეორე ტურში მომგებ გუნდებს 4-4 ქულა აქვთ. მომდევნო სათამაშო დღეს, 11 ოქტომბერს რუმინეთი კიდევ სტუმრად ითამაშებს, ამჯერად ყაზახეთის ნაკრებთან. დანიამ კოპენჰაგენში შეეცდება მონტენეგროს დამარცხებას, ხოლო პოლონეთი ვარშავაში მორიგი სამი ქულის აღებას შეეცდება.

0.187585