ფეხბურთი

23:17 | 8.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია ლიგა ადელანტეს საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძვის (+VIDEO)

შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია ლიგა ადელანტეს გასული, 2015-2016 წლების სეზონის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი გახდეს. საქმე ისაა, რომ ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი გამოკითხვას ატარებს, თუ ვინ იყო შარშან სეგუნდაში საუკეთესო არაესპანელი მოთამაშე.

აბურჯანიას შვიდი კონკურენტი ჰყავს: მამადუ კონე, ლაგო ჟუნიორი, დარვინ მაჩიზი, დანი ერნანდესი, დაისუკე სუძუკი, რაზეკ ბრიმა, ალექსანდრ სჟიმანოვსკი.

შეგახსენებთ, გიორგი ესპანეთში იანვრის თვეში გადაბარგდა და 6 თვეც ეყო იმისთვის, რომ საუკეთესოებში მოხვედრილიყო. აბურჯანიამ ზაფხულში ტარაგონას “ხიმნასტიკი” დატოვა და ამჟამად “სევილიაში” ირიცხება, თუმცა ჯერ მეორე გუნდში, რომელიც ასევე ლიგა ადელანტეში ასპარეზობს.

“ხიმნასტიკში” კი, მან 16 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ქართველი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია www.laliga.es/en/laliga-123-world-player-2016

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119971