ფეხბურთი

19:20 | 8.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: “დასვენების დრო არაა, მხოლოდ მძიმე შრომა და მიზნები”

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ბევრი სპორტსმენისთვის სამაგალითო შრომისმოყვარეობით რომ გამოირჩევა, ამას მისი კარიერა და შედეგები კარგად მოწმობს. ახლაც, როცა მისი თანაგუნდელები ნაკრებებში იმყოფებიან და საკლუბო ფეხბურთში პაუზაა, შვედი დროს უქმად არ ჰკარგავს და ინდივიდუალურად ემზადება.

35 წლის ფეხბურთელმა “ინსტაგრამში” პირად გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მომქანცველი ვარჯიშის დროსაა გადაღებული. “დასვენების დრო არაა, მხოლოდ მძიმე შრომა და მიზნები” - წერს იბრაჰიმოვიჩი.

შვედ თავდამსხმელს ინგლისის პრემიერლიგაში მორიგი მატჩის გამართვა 17 ოქტომბერს მოუწევს, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11212