იტალიის ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. როგორც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, “აძურას” გამოცდილი მცველი ჯორჯო კიელინი დაუშავდა, რომელმაც შეკრება უკვე დატოვა და შესაბამისად, 9 ოქტომბერს, სკოპიეში, მაკედონიის ნაკრებთან თამაშს ვერ შესძლებს.
აღსანიშნავია, რომ 32 წლის ფეხბურთელს არც ესპანეთთან უთამაშია, თუმცა “ფურია როხას” წინააღდეგ მან არა ტრავმის, არამედ დისკვალიფიკაციის გამო ვერ იასპარეზა. კიელინის “მილანის” ახალგაზრდა მცველი ალესიო რომანიოლი შეცვლის, რომელმაც იმავე ესპანეთთან მაღალი შეფასება დაიმსახურა.