მადრიდის "ატლეტიკომ" გუნდის კაპიტანს, 33 წლის გაბის კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა და ცენტრალური ნახევარმცველი კლუბში 2018 წლის ივლისამდე ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია "როხიბლანკოსის" ოფიციაურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გაბი "ატლეტიკოს" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და კლუბის მაისურით ჩატარებულ 326 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.