უკვე წლებია სერხიო რამოსი ბევრისთვის მსოფლიოს საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთსო მცველად მიიჩნევა. თუმცა, გამოცდილ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ცუდი სტარტი აქვს.
რამოსმა დღემდე 12 შეხვედრა ჩაატარა და აღნიშნულ თამაშებში 4 თერთმეტრიანი აიკიდა, რაც მიმდინარე სეზონის ანტირეკორდია. რამოსმა ბოლოს საკუთარ საჯარიმოში გუშინ, იტალიისა და ესპანეთის მატჩისას იუხეშა, როდესაც ედერი წააქცია.
მანამდე კი, იგივე იაღლიში “რეალში” თამაშისას სამჯერ მოუვიდა წელს: “სევილიასთან” ევროპის სუპერთასზე, “ოსასუნასთან” და “ვილიარეალთან” ლა ლიგაში...