ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნეიმარმა კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა. აღნიშნულის გაკეთება 24 წლის ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში “ბოლივიასთან” (5:0) მოახერხა.
ნეიმარს ეროვნულ ნაკრებში 49 გოლი აქვს გატანილი, ოლიმპიურ ნაკრებში – 8, ახალგაზრდულ ნაკრებებში – 10, “სანტოსში” – 138, “ბარსელონაში” – 95.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში გატანილი 49-ე გოლით ლეგენდარულ ზიკოს გადაასწრო, რომელსაც ეროვნულ გუნდის მაისურით 48 გოლი ჰქონდა გატანილი. ამ მაჩვენებლით მესამე ადგილს 55 გოლით რომარიო იკავებს, 62 გოლით მეორეზე რონალდოა, ხოლო 77 გოლით პირველ ადგილს პელე იკავებს.