პანათინაიკოსი, ოლიმპიაკოსი, არისი და აეკი - საბერძნეთის თასის გათამაშების ნახევარფინალში 2 ისტორიული ბერძნული გრანდი და საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელთა გუნდები - არისი და აეკი გავიდნენ.
ვიქტორ სანიკიძის “არისმა” საბერძნეთის თასის მეოთხედფინალში “კიმისი” 98:62 გაანადგურა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ქართველი კალათბურთელი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფიგურა გახლდათ. ქართველმა ფორვარდმა 11 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და 1 დაფარება მიითვალა და ერთადერთი მოთამაშე გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შესძლო.
მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპი იოლად დასძლია. ათენელებმა “კოროივოსი” დამაჯერებლად 98:57 დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ. ამჯერადაც გამორჩეული ფიგურა იყო დიქსონი. რომელმაც მასპინძლებს 20 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი შესძინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. 9 ოქტომბერს აეკ-ი საბერძნეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს ჩაატარებს. ათენელები “აპოლონ პატრასს” ესტუმრებიან. რაც შეეხება სანიკიძის გუნდს, საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ ტურში არისი „ლეფკადას“ ესტუმრება.
www.gbf.ge