დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა პეკინის მასტერსის მეოთხედფინალში გავიდა. 1/8-ფინალში რაფამ ფრანგი ადრიან მანარინო 6:1, 7:6 დაამარცხა. ნადალმა პირველი სეტი მარტივად მოიგო, ხოლო მეორე პარტიაში ტაი-ბრეიკზე ესპანელმა 8:6 იმარჯვა.
რაფა მეოთხედფინალში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს შეხვდება, მატჩი 7 ოქტომბერს თბილისის დროით 15:30 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში ესპანელი ბულგარელს 7:0-ს ამარცხებს.