ფეხბურთი

20:58 | 6.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" "ატლეტიკოს" მცველის გადაბირებას შეეცდება

კატალონიის "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი მადრიდის "ატლეტიკოს" მცველით ლუკას ერნანდესით დაინტერესდა. როგორც Mundo Deportivo იუწყება, "ბლაუგრანას" სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი "ატლეტიკოს" და "ვალენსიას" მატჩს დაესწრო, რათა ფეხბურთელის თამაში ენახა.

"ბარსელონამ" 20 წლის ფრანგ მცველს გასულ სეზონშიც მიაქცია ყურადღება, როდესაც "როხიბლანკოსმა" "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოთიშა და მაშინ რიგ შემთხვევებში ახალგაზრდა მოთამაშე მოწინააღმდეგე გუნდის ლიდერების შეტევებს კარგად უმკლავდებოდა.

აგვისტოში "ატლეტიკომ" ერნანდესს კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივა და მცველის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა. ჯერჯერობით უცნობია მზადაა თუ არა "ბლაუგრანა" ამ თანხის გადასახდელად.

0.117122