ჩილეს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ალექსის სანჩესი ლონდონის "არსენალის" სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გასულ თვეში სამხრეთამერიკელმა 5 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 ოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ ჯამში ფეხბურთლმა 11 სახიფათო მომენტი შექმნა. კარში 69.2%-ის სიზუსტით ურტყამდა, ხოლო პასების სიზუსტე 81.4%-ს გაუტოლდა.
სულ მიმდინარე სეზონში ალექსისმა 9 მატჩში თავი 5-5 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.