ფეხბურთი

16:10 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიორა"

4 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირის „საფეხბურთო უბანი 2016“-ის ფინალური შეხვედრები გაიმართა. ფინალურ მატჩს გიორგი (ჩიორა) თექთურმანიძე ესწრებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც ავარიის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 10 000 ლარი გადასცა.

თექთურმანიძე ბოლოს გორის "დილაში" თამაშობდა. შეძლებს კი კიდევ თამაშს? რთულია ამაზე საუბარი. ჯერ სრულად უნდა გამოჯანმრთელდეს, ამას თვეები სჭირდება - წლის ბოლომდე თამაშის პერსპექტივაზე ლაპარაკი უადგილოა.

თექთურმანიძე 1990 წელსაა დაბადებული, ჩვენს ჩემპიონატში საუკეთესოთაგანი თუ არა, ცნობადი ფეხბურთელი ნამდვილად იყო. გამოირჩეოდა ტექნიკური თამაშით და აზროვნებით. პიროვნულადაც, ძალიან კარგი ადამიანია.

თავის დროზე "ოლიმპის" სკოლა რომ გაიხსნა, "ჩიორა" იმ სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვი იყო. მისი თამაშის სანახავად პერსონალურად დადიოდა ხალხი. უკეთესი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, მაგრამ ფიზიკურად სხვებზე სუსტი გახლდათ. და მაინც, კარგი თამაში აჩვენა კახა კაჭარავას დროინდელ "დინამოში" და ასევე, რუსთავის "მეტალურგში" იმ დროს, როცა თავისი ბავშვობის მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი თავკაცობდა გუნდს.

ფედერაციას კი მადლობა ეკუთვნის "ჩიორას" დახმარებისთვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.149108