ფეხბურთი

11:06 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

FIFA-მ 11 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია დასაჯა

მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 2018 წლის მუნდილის შესარჩევი ეტაპის მატჩებისას გულშემატკივრების არასპორტული და დისკრიმინაციული საქციელის გამო 11 ქვეყნის ფედერაცია დასაჯა. აღნიშნული ინფორმაცია FIFA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ჰონდურასი, ელ სალვადორი, მექსიკა, კანადა, ჩილე, ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაი, პერუ, იტალია, ალბანეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებსაც სასჯელის გამო სხვადასხვა რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევთ.

ჩილე აგრეთვე სტადიონის დახურვით დაისაჯა და 2017 წლის 28 მარტს ვენესუელასთან მატჩს გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს. ქომაგების ზღვარგადასული საქციელის გამო ჩილე მიმდინარ წელს მეორედ დაისაჯა და აღნიშნული სასჯელიც ამიტომ მიიღო.

საქმის განხილვის შედეგად, ჰონდურასის გულშემატკივრების მხრიდან ორი პუნქტის დარღვევის გამო ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მკაცრად დაისაჯა და 65 000 შვეიცარიული ფრანკის გადახდა მოუწევს, ალბანეთს - 50 000, ელ სალვადორს - 45 000, იტალიას, მექსიკას და პერუს - 30 000. ბრაზილია FIFA-მ 20 000 ფრანკით დააჯაიმა, ხოლო არგენტინას 25 000-ის გადახდა მოუწევს.

0.071067