ფეხბურთი

22:22 | 4.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კომანი “იუვენტუსში” ბრუნდება

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი შემტევი კინგსლი კომანი შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსს” დაუბრუნდეს. ავტორიტეტული გამოცემა “ბილდის” ინფორმაციით, მიუნხენში კომანის გარჯით არცთუ კმაყოფილნი არიან და არ აპირებენ “ბებერი სინიორადან” მის გამოსყიდვას.

შეგახსენებთ, “ბაიერნმა” კომანი 2015 წელს ორწლიანი იჯარით დაიმატა და მის გამოსასყიდად “იუვეს” 22 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. კომანს შარშან პეპ გვარდიოლა ხშირად ენდობოდა და ისიც მაღალ დონეზე ირჯებოდა, მაგრამ წლეულს ყველაფერი შეიცვალა – კინგსლი კომანი კარლო ანჩელოტის თვალთახედვის არეში თითქმის ვერ ხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129102