საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს დაცვის ხაზში პრობლემები აქვს. “მამლებს” ბულგარეთთან და ჰოლანდიასთან გასამართი მატჩების წინ მცველები ერთ-მეორის მიყოლებით აკლდებიან. ამჯერად, დიდიე დეშამმა “ვალენსიას” უკანახაზელი ელიაკიმ მანგალა მოისაკლისა.
მის ნაცვლად “სამფეროვნების” შემადგენლობას პსჟ-ს ახალგაზრდა მცველი პრესნელ კიმპემბე შეუერთდა, რომელიც აქამდე 21-წლამდე გუნდში იყო და საქართველოს შესაბამის ასაკობრივ გუნდთან სათამაშოდ ემზადებოდა.
შეგახსენებთ, ტრავმების გამო საფრანგეთის ნაკრებს კურტ ზუმა, სამუელ უმტიტი და ადილ რამი გამოაკლდა, რომლებიც დეშამს ამჯერზე ნაკრებში საერთოდ არ მიუწვევია.