ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ლოპეტეგმა გუნდში ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ ანდერ ერერას უხმო. ეს ბასკი ფეხბურთელისთვის “ფურია როხაში” პირველი მიწვევაა. ლოპეტეგმა “იუნაიტედის” საყრდენი ტიაგო ალკანტარას ნაცვლად გამოიძახა, რომელიც ესპანეთს ტრავმის გამო გამოაკლდა.
აღსანიშნავია, რომ ტიაგომდე ლოპეტეგს კიდევ ერთი ფეხბურთელის, ასევე “ბაიერნის” წევრის, ხავი მარტინესის მოსაკლისებაც მოუწია იმავე მიზეზით.
ესპანეთის ეროვნული ნაკრები 6 ოქტომბერს, ტურინში, იტალიას ეთამაშება, ხოლო სამი დღის შემდგომ ტირანაში ალბანეთის ნაკრებს გაეჯიბრება.