ფეხბურთი

23:55 | 2.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძის გადამწყვეტი გოლი, ქეცბაიას მარცხი ყოფილ კლუბთან

ირაკლი სირბილაძემ სეზონში მე-13 გოლი გაიტანა და ფინეთის პირველ ლიგაში საუკეთესო მეგოლეს 5 ბურთით ჩამორჩება. სირბილაძემ კპვ-ს სტუმრად “იუვასკილასთან” 1:0 მოაგებინა: კუთხური ჩამოწოდდა და თავით გაიტანა. ეს მე-14 წუთზე. ქართველის გუნდი მეხუთე ადგილზეა.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატში პირველად წააგო. ეს მეოთხე ტურში, ბოლო წლებში საბერძნეთის მუდმივ ჩემპიონ პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” გასვლაზე 0:3. შეგახსენებთ, ქეცბაია 2009 წელს “ოლიმპიაკოსს” თავკაცობდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე თვით.

0.127993