საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს ირლანდიის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. ირლანიურმა გამოცემამ independent.ie-მ მომავალ შეხვედრას სტატია მიუძღვნა და ლიდში ვაკო ყაზაიშვილის შესახებ დაწერა.
"როდესაც "ავივა სთედიუმზე" ვაკო ყაზაიშვილს გამოაცხადებენ, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებს მისი სახელის ხსენებაზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეაქცია ჰქონდეთ, თუმცა ყაზაიშვილმა დაიმსახურა აპლოდისმენტები. 2015 წლის სექტემბერში ვაკომ შოტლანდიასთან მოგებულ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. საბოლოოდ ამ მატჩის შედეგმა ირლანდიელებს ჯგუფში მესამე ადგილით ევრო 2016-ის საგზური მოუტანა." - ნათქვამია ვებგვერდის საიტზე.
ასევე, independent.ie-ს კომენტარი გაუკეთა მატ ჰოლანდმა, რომელსაც ევრო 2004-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებში საქართველოს წინააღმდეგ უთამაშია:
"საქართვლო მატჩს კარგი დამოკიდებულებით ხვდება ხოლმე და არ ნებდება. ასეთი გუნდები ძირითადად ნახევარდაცვაზე არიან კონცენტრირებულები, ერთი კაცი წინაა წაწეული, მუდამ ცდილობენ პრესინგით გოლის გატანას და ზოგჯერ ეს მეტოქეს პრობლემებს უქმნის."
ჰოლანდმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მასპინძლებს მომავალი მეტოქისგან განსხვავებით, ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომელბსაც შეუძლიათ მატჩის ბედის ინდივიდუალურად გადაწყვეტა.
ირლანდიის და საქართველოს მატჩი 6 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 9 ოქტომბერს კი, ონილის გუნდი სტუმრად მოლდოვას დაუპირისპირდება, ხოლო ვლადიმირ ვაისის შეგირდები კარდიფში უელსთან გაარკვევენ ურთიერთობას.