პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველმა პეპემ შესაძლოა კარიერა "მილანში" გააგრძელოს. 33 წლის ფეხბურთელს ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს და ჯერჯერობით ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება არ დაუწყია.
როგორც calciomercatoweb-ი იუწყება, "როსონერი" პეპეს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, წელიწადში ხელფასის სახით 4 მილიონ ევროს გადაუხდის და პორტუგალიელი პლუს ბონუსებსაც მიიღებს. იტალიელებს ახალგაზრდა მცველები ჰყავთ და გამოცემის ინფორმაციით, კლუბს სურს პეპემ მათ გამოცდილება გაუზიაროს და მოთამაშეების პროგრესში წვლილი შეიტანოს.
პორტუგალიელი "რეალში" 2007 წლიდან თამაშობს და 318 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი.