ფეხბურთი

22:04 | 30.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბლინდმა რობენი ნაკრებში არ გამოიძახა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანი ბლინდმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

55 წლის სპეციალისტმა ეროვნულ გუნდში არ გამოიძახა არიენ რობენი, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და წინასასეზონო მომზადების შემდეგ პირველად მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ბლინდმა განაცხადა, რომ რობენი ნაკრების წევრად რჩება, თუმცა ამ ეტაპზე მისი გამოძახებისგან თავი შეიკავა.

ნაკრებს დაუბრუნდა "ფეიენოორდის" მცველი ტერენსი კონგოლო, რომელსაც "ნარინჯისფერთა" რიგებში სამი მატჩი აქვს ჩატარებული და ბოლოს 2015 წელს უელსთან ითამაშა. ასევე დაბრუნდა უკანახაზელი სტეფან დე ვრეი, რომელმაც მუხლის ტრავმა მოიშუშა. ბლინდმა ნაკრებში რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ ნახევარმცველ იორდი კლასისაც უხმო. იორიტ ჰენდრიქსი და რონ ვლაარი ტრავმის გამო ჰოლანდიელებს ვერ დაეხმარებიან.

ჰოლანდია 7 და 10 ოქტომბერს ბელარუსის და საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშებს. ბლინდის რჩეულთა სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: იერუნ ზუტი (პსვ), მარტენ სტეკელენბურგი ("ევერტონი", ინგლისი), იასპერ სილესენი ("ბარსელონა").

მცველები: დალეი ბლინდი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ჯეფრი ბრუმა ("ვოლფსბურგი", გერმანია), ვირჯინ ვან დეიკი ("საუთჰემპტონი", ინგლისი), რიკ კარსდორპი ("ფეიენოორდი"), ტერენსი კონგოლო ("ფეიენოორდი"), იოელ ველტმანი ("აიაქსი"), სტეფან დე ვრეი ("ლაციო"), იეტრო ვილემსი (პსვ).

ნახევარმცველები: კევინ სტროტმანი ("რომა", იტალია), იორდი კლასი ("საუთჰემპტონი"), კვინსი პრომესი ("სპარტაკი", რუსეთი), უესლი სნეიდერი ("გალათასარაი", თურქეთი), ჟორჟინიო ვეინალდუმი ("ლივერპული"), დევი პროპერი (პსვ).

თავდამსხმელები: სტივენ ბერგეისი ("ფეიენოორდში"), ბას დოსტი ("სპორტინგი", პორტუგალია), ვინსენტ იანსენი ("ტოტენჰემი", ინგლისი), ლუკ დე იონგი (პსვ), ლუსიანო ნარსინგი (პსვ).

0.112508