ფეხბურთი

18:14 | 30.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ იანვარში მცველს და თავდამსხმელს დაიმატებს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” 2017 წლის იანვრის სატრანსფერო პერიოდში მცველის და თავდამსხმელის შეძენას აპირებს, აღნიშნულ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბის ინტერესის სფეროში იმყოფებიან: “სან პაულოს” მცველი როდრიგუ კაიუ, “ბენფიკას” მცველი ვიქტორ ლინდელეფუ, თავდამსხმელები კარლოს ბაკა (“მილანი”) და მარიო მანჯუკიჩი (“იუვენტუსი”).

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული კლუბი ამ ოთხი ფეხბურთელიდან იანვარში ორს დაიმატებს.

0.111527