რუმინეთის საუკეთესო ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი წლის შემაჯამებელ ტურნირზე იასპარეზებს, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ჰალეპმა სინგაპურში თამაშის უფლება “ვუჰანის” ტურნირის” ნახევარფინალში გასვლით მიიღო.
ჰალეპთან ერთად წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობის უფლება ანგელიკა კერბერს და სერენა უილიამსს აქვთ.
წლის შემაჯამებელი ტურნირი სინგაპურში 23-30 ოტომბერს გაიმართება.