ფეხბურთი

19:48 | 29.09.2016 | ნანახია 1777 - ჯერ

კოულმენმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა ავსტრიასთან და საქართველოსთან გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის გაფართოებული 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. კარდიფში "ჯვაროსნების" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს აარონ რემზი, რომელიც ჯერჯერობით ფორმაში არაა.

გასული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი 6 ოქტომბერს ავსტრიას დაუპირისპირდება, ხოლო სამი დღის მერე, თბილისის დროით 20:00 საათზე, უელსის და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება აიღებს სტარტს.

კოულმენის გაფართოებული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: უეინ ჰენესი ("კრისტალ პალასი", ინგლისი), დენი უორდი ("ჰადერსფილდი", ინგლისი), ოუეინ ფონ უილიამსი ("ინვერნესი", შოტლანდია).

მცველები: ეშლი უილიამსი ("ევერტონი", ინგლისი), ჯეიმს ჩესტერი ("ასტონ ვილა, ინგლისი), ბენ დეივისი ("ტოტენჰემი", ინგლისი), ჯეიმს კოლინზი ("ვესტ ჰემი", ინგლისი), კრის განტერი ("რედინგი", ინგლისი), ნილ ტეილორი ("სუონსი"), პოლ დამეტი ("ნიუკასლი", ინგლისი), ეშლი რიჩარდსი ("კარდიფი", ინგლისი).

ნახევარმცველები: ჯო ლედლი (კრისტალ პალასი", ინგლისი), ჯო ალენი ("სტოკი", ინგლისი), დევი ედვარდსი ("ვულვერჰემპტონი", ინგლისი), ჯორჯ უილიამსი ("ფულემი", ინგლისი), ენდი კინგი ("ლესტერი, ინგლისი), ემირ ჰუვსი ("უიგანი", ინგლისი), შონ მაკდონალდი ("უიგანი", ინგლისი).

თავდამსხმელები: დევიდ კოტერილი ("ბირმინგემი", ინგლისი), ჰელ რობსონ-კანუ ("ვესტ ბრომვიჩი", ინგლისი), სემ ვოუკსი ("ბარნლი", ინგლისი), გარეტ ბეილი ("რეალი", ესპანეთი), ტომ ლოურენსი ("ლესტერი", ინგლისი).


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:57 | 30.09.2016
oto_oto (3739)

ამისულაშვილი ბეილის დუელი იქნებოდა კარგი, მაგრამ კიდევ კარგი დაასრულა ამისულაშვილმა კარიერა. ჯერი ლობჟანიძეზეა )))

07:35 | 30.09.2016
araza-1918 (6330)

ქოცები ბიძო კალა კობი ყაველა გეგი ფიფო 9-ში დამთავრდება მოვლენ არველაძეები ქეცბაია და გვეშველება

12:43 | 30.09.2016
ikeraleqsa (149)

ნაციონალებს დავაჯვი გულზე და თავზე და მაგათი ნაბოძვარი მეცოცხეები, მაგენს ხმა როგორ უნდა მისცე.

21:46 | 29.09.2016
BEERTRANCE (97819)

ნამუსი არ აქვს? DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდდ

რათ უნდა საქართველოსთან ბეილი DDDDDDDDDDDDDDდ

20:20 | 29.09.2016
ფაშა (45)

ბეილი ჰყოლიათ, დაგვ....რა.

20:13 | 29.09.2016
ბაგი-რეი (2263)

რემზი საწყენია რო არ იქნება და იმედია ბეილიც დაშავდება ამ ორ-სამ დღეში

0.149039