28 სექტემბერს, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩები გაიმართა.
ქუთაისის „მართვე“ უშუალო კონკურენტ ხაშურის „ივერიას“ ესტუმრა და 5:1 დაამარცხა მეტოქე. 2016 წლის ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში გამართული რვა შეხვედრიდან პაატა დოგრაშვილის გუნდმა შვიდი მოიგო და ერთი მატჩი ფრედ დაასრულა. ამ შედეგით მათ 22 ქულა მოაგროვეს და ეროვნული პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდეს.
ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო თბილისის „35-ე საფეხბურთო სკოლამ“. თბილისელებმა „ლანჩხუთს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 დაამარცხეს მეტოქე. მათ ამ გამარჯვებით 13 ქულა მოაგროვეს და მეორე ადგილზე გასვლის კარგი შანსი აქვთ.
ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ საკუთარ მოედანზე იმარჯვა ლაგოდეხის „ჰერეთმა“. ლაგოდეხელებმა „აჭარას“ უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს მეტოქე.
სფფ-ის პრესსამსახური