ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ტაშკენტის საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 250 000 დოლარი) მე-2 წრეში დაემშვიდობა.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში მცირე სენსაცია მოახდინა, როდესაც მე-3 განთესვის მქონე თურქ კაგლა ბუიუკაკჩაის 6:1, 6:4 მოუგო, უკრაინელ კატერინა კოზლოვას კი ვეღარ გაუმკლავდა.
შეხვედრის მე-2 სეტში სოფომ 1:4-დან ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, მაგრამ ეს მაქსიმუმი იყო. საბოლოოდ, შაფათავა 2:6, 5:7 დამარცხდა, თუმცა, რეიტინგში საგრძნობი წინსვლა ელის.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად სოფო 255 ქულით მსოფლიო რეიტინგში 206-ე ადგილი უკავია.