ფეხბურთი

14:21 | 28.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი: “რეალი” მეპატიჟებოდა, მაგრამ მერე გულს მოვუსმინე”

გუშინ, იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი 40 გახდა. ჩესკოს დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით მისმა ყოფილმა კოლეგებმაც მიულოცეს. ტოტიმ მათ მადლობა გადაუხადა. ამასთან, “რომას” ვეტერანმა კაპიტანმა წარსული გაიხსენა და 2003 წელს მადრიდის “რეალის” ინტერესზე ისაუბრა Skysport24-თან.

“ყველას დიდი მადლობა. არ ველოდებოდი, რომ ასე თბილად მომილოცავდა უმარავი ადამიანი. მადლობა ჩემს კოლეგებს, სპორტის სხვა სახეობათა წარმომადგენლებს – არ ვიცი, როგორ მოვედი 40 წლამდე და ფეხბურთს ისევ ვთამაშობ. ალბათ, ფეხბურთისადმი ვნება ისევ მაქვს და თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ.

2003 წელს, “რეალში” გადასვლა შემეძლო, მაგრამ შემდეგ გულს მოვუსმინე, მეგობრებს, ოჯახს და ეს დამეხმარა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. საბედნიეროდ, ისევ აქ ვარ და ეს ჩემი გუნდია”, - თქვა ტოტიმ.

შეგახსენებთ, ფრანჩესკო ტოტის “რომას” გარდა, სხვა გუნდში არასდროს უთამაშია. მას “ჯალოროსის” რიგებში დებიუტი 16 წლის ასაკში, 1993 წელს ჰქონდა. იქედან მოყოლებული ტოტიმ წითელ-ყვითელი მაისურით 758 თამაში ჩაატარა და 304 გოლის გატანა შესძლო.

0.111634