ჩოგბურთი

10:50 | 28.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიის ნაკრებში კარლოვიჩი დაბრუნდა

მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი, 37 წლის ივო კარლოვიჩი ხორვატიის ნაკრებში დაბრუნდა, აღნიშნულ ინფორმაციას ხორვატული მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “დევისის თასის” ფინალისთვის ხორვატებმა კარლოვიჩს ნაკრებში დაბრუნება თხოვეს, რაზეც ივოც დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ “დევისის თასის” ფინალში ხორვატია არგენტინის შეხვდება. ფინალური შეხვედრები 25-27 ნოემბერს ზაგრებში გაიმართება.

0.117707